|
2021-09-02 11:38:12, 469 ნახვა
საზოგადოება
ანაკლიაში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
,,კოვიდ 19" საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ. ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ. როგორც ნინო ვიბლიანმა აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით 25 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ,,ყველას მოვუწოდებ აიცრას, ვინაიდან ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს"-განაცხადა ნინო ვიბლიანმა. მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, მოსახლეობის იმუნიზაციის ცენტრამდე ტრანსპორტირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)