10:54 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 21:52:50, 538 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს

თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კახა კალაძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის დედაქალაქის მერობის კანდიდატების შეფასებას არ აპირებს, ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვას კი, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. ნებისმიერ ადგილზე მოითხოვა შეხვედრა, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა. უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო. თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. დაველოდოთ 2 ოქტომბერს. მე კანდიდატებს არ ვაფასებ. მაქვს ჩემი ხედვა, კონცეფცია და ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღეში წარვუდგენ დედაქალაქის მოსახლეობას, სადაც ვისაუბრებ ყველა იმ განსახორციელებელ პროექტებზე, გადასაჭრელ პრობლემებზე, ასევე, რა გამოწვევებია დედაქალაქში, რას გავაკეთებთ და როგორ წარმომიდგენია ქალაქი ოთხი წლის შემდეგ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics