|
2021-09-01 17:24:18, 1044 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსი გააფორმეს
2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. ხელს შეუწყობენ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად. „დოკუმენტში თანაბრად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მხარეებისთვის იქნება შესასრულებელი. ასევე საუბარია დეზინფორმაციაზე, მიუკერძოებლობაზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს ცესკოში მოეწერა. მისი ტექსტი მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა სურვილის შემთხვევაში ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება რეგისტრირებული. საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საერთო არჩევნებზე გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)