|
2021-09-01 12:15:28, 303 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე იყო მძიმე მდგომარეობა, არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები. „სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. გვახსოვს წლების განმავლობაში, აქ რა მდგომარეობა იყო - არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ქუჩები ატალახებული იყო. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, მაღალი გამავლობის მქონე მანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს ყველაფერი განახლებული და რეაბილიტირებულია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების შემდეგ, კმაყოფილი და მადლიერია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოების შედეგად, დასახლებაში მცხოვრებ 600 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა. „პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი; წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი; მთლიანად დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი; ჯამში, 6 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი რეაბილიტირდა და დაიგო ასფალტის საფარი. დასახლებაში 600 ოჯახს მთლიანად გაუუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები. ერთი მხრივ, მძიმეა, რომ 2021 წელს გვიწევს ელემენტარულ თემებზე და მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბარი, თუმცა, ეს სამწუხარო რეალობაა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და ძალიან კარგია, რომ აღნიშნულ მისამართზე ყველაფერი მოწესრიგდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 6 მლნ ლარით დაფინანსდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)