20:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 10:36:20, 696 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კომპანია „ვისოლ ჯგუფის" თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. 
მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, შევებრძოლოთ პანდემიას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები აქტიურად არიან ჩართული თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში. 
„ვცდილობთ წავახალისოთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების, ტურიზმის, ვაჭრობის სფეროში წარმოდგენილი კომპანიები, იყვნენ ვაქცინირებული და ამ გზით დაიცვან ვირუსისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე საკუთარი მომხმარებელი.  აქედან გამომდინარე, მისასალმებელია „ვისოლ ჯგუფის" ინიციატივა, რომ ორგანიზებულად, ერთიანად აცრას თანამშრომლები", - აღნიშნა ნათია  თურნავამ. 
მისივე თქმით, ასევე მისასალმებელია, რომ ბევრი დიდი კომპანია, მათ შორის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა მიყვებიან ამ პრაქტიკას და აქტიურ რეჟიმში ორგანიზებულაც ახორციელებენ თანამშრომელთა ვაქცინაციას. 
„ეს არის ჩვენი გადარჩენა და იმის საფუძველი, რაზეც ჩვენ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვაშენებთ. თუკი დღეს თავს ვიწონებთ, რომ არ ვკეტავთ ეკონომიკას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, მათ შორის იმით, რომ საკუთარი მაგალითით მოუწოდებენ სხვებს აცრისკენ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics