12:57 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 14:06:21, 499 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე- პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია.

„ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში გვაქვს ინფიცირების 96 აქტიური შემთხვევა, რაც არის პატიმრების სრული რაოდენობის 1%. აქედან 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა „ვივა მედში“ და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან, გამოვლენილია საკარანტინე სივრცეებში და ბუნებრივია, ჩვენ შემდგომი გავრცელება აღვკვეთეთ.

პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი უკვე არის ვაქცინირებული. განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს. მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია, ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics