|
2021-08-31 11:15:50, 357 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბაზარზე RC Cola-ს კიდევ ერთი ახალი გემო გამოჩნდა
ამერიკულ გამაგრილებელ სასმელ RC Cola-სა და "ქართული ლუდის კომპანიის" 5 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ბაზარზე RC Cola-ს კიდევ ერთი ახალი გემო გამოჩნდა. RC Cola მანგო მელონი, რომელიც რადიკალურად განსხვავებული გემური თვისებებით გამოირჩევა, მანგოსა და ნესვის არომატების ნაზავით შეიქმნა. "ქართული ლუდის კომპანიაში" მიაჩნიათ, რომ RC Cola მანგო მელონი ამერიკულ ბრენდთან მუშაობით მიღებული წარმატებული გემოა, რომელსაც ქართველი მომხმარებელი ძალიან მალე შეიყვარებს და სწორი მარკეტინგული და PR კამპანიის ხარჯზე, RC Cola-ს ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდება. "მომხმარებლების კვლევამ, რომელიც სრულიად საქართველოს მოსახლეობაა, გვაჩვენა, რომ ძალიან უყვართ მრავალფეროვნება გემოებში. ამ ფონზე გადავწყვიტეთ, რომ ახალი გემო დაგვემატებინა. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი ჩვენს ბაზარზე ტროპიკული გემოებია. შესაბამისად შევქმენით მანგო მელონი, რაც არის მანგო და ნესვი. ყველაზე მეტი მოწონება სწორედ ამ მიმართულებამ დაიმსახურა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომხმარებელი სიახლეს პოზიტიურად მიიღებს". - აცხადებს "ქართული ლუდის კომპანიის" მარკეტინგის დირექტორი ნინო კუპრაშვილი. მისი თქმით, RC Cola მანგო მელონი ყველა ტიპის მომხმარებელზე გათვლილი გაზიანი გამაგრილებელია სასმელია. ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოტანის პარალელურად კომპანიაში ახალ გემოებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სს "ქართული ლუდის კომპანიაში" განმარტავენ, რომ RC Cola-ს მრავალფეროვანი სახეობები წარმოადგენენ მომხმარებლის ინდივიდუალური ცხოვრების სტილს, ხალისიანი და ენერგიით სავსე ფერებით. RC Cola – კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა. საქართველოში ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola-ს წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. სს "ქართული ლუდის კომპანია" RC-ს ოჯახიდან დღეისათვის ოთხი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q ლემონ-ლაიმი, RC Q ორანჯი და RC Cola Coffee.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)