2021-08-30 11:02:47, 358 ნახვა
საზოგადოება
შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი სოფელ ჭალაში, წყაროთასა და ახალდაბაში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„მოსახლეობა დადებითად აფასებს მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს. თუმცა რჩება რიგი პრობლემული საკითხები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად", - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ომარ ტაკიძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),