2021-08-30 10:27:52, 585 ნახვა
საზოგადოება
დავით ბახტაძე - დევნილების საჭიროებების გამოკვეთა და მათი მოგვარება ჩვენი პრიორიტეტია
სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატი, დავით ბახტაძე, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ზაზა ადეიშვილთან, დავით ჯანელიძესთან და ნათია პაპავასთან ერთად, დევნილთა დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრისას დევნილთა საჭიროებები გამოიკვეთა.
,,დევნილებთან შეხვედრა და მათ საჭიროებების გამოკვეთა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპაქტურ დასახლებაში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრა. თუმცა არსებობს მთელი რიგი გამოწვევები და მჯერა, რომ კვლავ ერთმანეთის მხარდაჭერით ამასაც გავუმკლავდებით.“-აღნიშნა სამტრედიის მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),