|
2021-08-28 11:36:45, 442 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო სხვადასხვა ტიპის პროექტებში ახალგაზრდებისმონაწილეობის გაძლიერებას. ირაკლი ხელაძემ ყურადღება გაამახვილასპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე. თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან წამოყენებული იყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი. ზოგადად, მათი მონაწილეობა და ჩართულობა ნებისმიერ პროცესში პოზიტივია. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების ჩართულობა ჩემს გამარჯვებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. განათლების მიმართულებით საინტერესო ინიციატივები იყო წამოყენებული, რაც მომავალში თბილისის საკრებულოში აუცილებლად იქნება განხილული", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)