16:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 10:42:30, 464 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ბერიძე - ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ

 ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების  მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ. - ამის შესახებ ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაბა ხულოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტები ხორციელდება.

"მორიგი შეხვედრა დაბა ხულოს მოსახლეობასთან გავმართე. შეხვედრაზე მათი საჭიროებები მოვისმინე და სამომავლოდ დაბაში განსახორციელებელი პროექტები გავაცანი. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ. მიმდინარე წელს, დაბა ხულოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. უკვე დასასრულს უახლოვდება ხულო-თაგოს საბაგირო გზის, დაბის სადგურის რეაბილიტაცია. 

აქტიურად მიმდინარეობს დავით მამულაძის ქუჩის რეაბილიტაციაც.
ასევე, I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხიმშიაშვილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზეც, რაც ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის II ეტაპის გაგრძელება 2022 წელსაა დაგეგმილი. 

დაბაში, მიმდინარე წელსვე დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების  ცენტრის მშენებლობაც. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა შენობა-ნაგებობების გარე ფასადების კეთილმოწყობა. 

2022 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ხულოში, ასევე, დაგეგმილია სახელოვნებო სკოლის და სპორტკომპლექსის მშენებლობა." - განაცხადა ბერიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics