19:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 19:04:30, 762 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე-კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს

„წინასაარჩევნო შეხვედრებს, Covid-19-ის პროტოკოლისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, აქტიურად გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", – განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას. 

ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად,  შეხვედრა ალ. ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და ადგილობრივ მოსახლეობასთან უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ, მოსახლეობის მხარდაჭერით, კახა კალაძის გუნდთან ერთად  მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics