|
2021-08-27 18:52:09, 428 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დააზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა დაწყებულია
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. 27 აგვისტოს 16:00 საათის მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1,700-ზე მეტი შეტყობინება დაზიანებული ფართობი 1,200 ჰექტარზე მეტს შეადგენს.- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შეტყობინებები ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501. პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები. შეტყობინებების მიღების პროცესის პარალელურად, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი. "იმის გათვალისწინებით რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და, მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ყურძნის კრეფის პროცესი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლამდე, მევენახე ფერმერს შეუძლია აიღოს მოსავალი, რისთვისაც საჭიროა, შეტყობინება განახორციელდეს სადაზღვევო კომპანიაში და გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება."-ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)