|
2021-08-27 17:21:07, 304 ნახვა
საზოგადოება
ბექა ვაჭარაძე - ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემს გუნდთან ერთად იქნება თითოეული ფოთელის საჭიროებაზე, მათ მოთხოვნებზე ზრუნვა
ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემს გუნდთან ერთად იქნება თითოეული ფოთელის საჭიროებაზე, მათ მოთხოვნებზე, იმ მთავარ გამოწვევებზე ზრუნვა, რომლებსაც თქვენ მიიჩნევთ პრიორიტეტად. ამაში თითოეული ფოთელის მხარდაჭერის იმედი მაქვს - განაცხადა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ წარდგენაზე. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ფოთს აქვს უნიკალური მდებარეობა და განაშენიანება, ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი, რაც გვაძლევს საშუალებას, თანაბრად გამოვიყენოთ პოტენციალი როგორც მრეწველობის, ისე ტურისტული მიმართულებით. „მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს იმისთვის, რომ დამასახელეს მერობის კანდიდატად წარმადგინეს ჩემს მშობლიურ ფოთში, ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები და მეგობრები. ჩემთვის უდიდესი პატივი, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა როგორც ჩვენი გუნდის, ისე თითოეული თქვენგანის წინაშე, ვიყო ამ ქალაქის მერობის კანდიდატი ფოთი არის ერთ-ერთი პირველი თვითმმართველი ქალაქი და მას აქვს უდიდესი და ძალიან მდიდარი წარსული და განვითარების პოტენციალი. აქ ვახსენეთ ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი, სხვანაირად არც შეიძლებოდა, მისმა უნიკალურმა მიდგომებმა, მისმა თანამედროვე რეფორმებმა ფოთს მისცა განსაკუთრებული შესაძლებლობები და ჩვენ ახლა გვჭირდება ახალი თანამედროვე წარმატებული ქალაქის მოდელი, რომელსაც ფოთელებთან ერთად განვახორციელებთ, ფოთელებთან რომლებიც არიან განათლებული, მშრომელი და ამ ქვეყნის პატრიოტი ხალხი. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქალაქი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამწევი ძალა. აქ ითქვა კონკრეტული მაგალითები, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ფოთი მივიწყებული ნამდვილად აღარ არის, კონკრეტული პროექტებია ამის მაგალითი, რომელიც განათლების სპორტის და სხვადასხვა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებებით ხორციელდება, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან სწორედ ერთად კოორდინირებული, ერთიანი მუშაობის შედეგად არის შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ დასახულ მიზნებს. რა თქმა უნდა, ამ წარმატებების კვალდაკვალ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და ვაცნობიერებთ არსებულ პრობლემებს, როგორიც არის წყალარინების სისტემა, უკვე აღვნიშნეთ გზების რეაბილიტაციის საჭიროება, ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა სანაპირო ზოლთან არსებული პრობლემები, რაც საჭიროებს გაგრძელებას და განვითარებას და ასევე სხვა ადგილობრივი ლოკალური საჭიროებებიდან გამოწვეული საჭიროებები, რომელზეც მე ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით უნდა გითხრათ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს პროექტები გავაგრძელოთ და განვახორციელოთ სწრაფად და ეფექტურად. ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემს გუნდთან ერთად იქნება თითოეული ფოთელის საჭიროებაზე, მათ მოთხოვნებზე, თითოეულ ფოთელზე ზრუნვა, იმ მთავარ გამოწვევებზე ზრუნვა, რომლებსაც თქვენ მიიჩნევთ პრიორიტეტად და რა თქმა უნდა ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, თითოეული ფოთელის. ჩვენ გვაქვს უნიკალური განაშენიანება, უნიკალური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს საშუალებას, თანაბრად გამოვიყენოთ როგორც მრეწველობის, ისე ტურისტული მიმართულებით ჩვენი პოტენციალი, საჭირო არის რომ ბიზნესისთვის შევქნათ ხელსაყრელი გარემო, ინვესტირებისთვის შევუქმნათ საინტერესო პირობები, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს გუნდთან ერთად. ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვოსოთ ყველა ის უნიკალური ადგილი და სივრცე, რომელიც აქვს ჩვენს ქალაქს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქალაქის პოტენციალი.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)