|
2021-08-27 16:21:00, 325 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე- საუკეთესოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი თითოეული ბატალიონი ნიშნავს უკეთ დაცულ ქვეყანას
ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. -ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ჩვენი ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა.დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ასევე წარმატებით დასრულდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ამ ისტორიული პროგრამის შედეგი უკვე მკაფიოა - სამხედრო მომზადების თვალსაზრისით თვისობრივად ახალ დონეზე აყვანილი ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები და საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის იმ უდიდესი მხარდაჭერისა და თანადგომის კიდევ ერთი მაგალითი, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აკეთებს საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისათვის. ეს პროგრამა არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უმაღლეს ნიშნულზე არსებული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულება, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით საქართველოს თავდაცვის ძალები რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს. ამ პროცესში კი, პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. „ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მომზადების დონის ამაღლებასა და თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვის პროცესს, რომლის საფუძვლებიც უკვე შექმნილია. შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ასევე, გრძელდება ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური განახლება, სამხედრო მრეწველობის გაძლიერება და სამხედროების დაფასების პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გრძელვადიანი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“,-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.“-ნათქვამია განცხადებაში
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)