18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 14:39:48, 321 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე - ძველი ხიბულა არის კონკრეტულად შესრულებული საქმის ბრწყინვალე მაგალითი

„ძველი ხიბულა, არის ის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც დაპირება არის არა მხოლოდ დაპირება, არა მხოლოდ გულის მოგება, არამედ ეს არის კონკრეტულად შესრულებული საქმე. დღეს ჩვენ ამ საქმის დიდი ნაწილი შესრულებული ვიხილეთ"- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ "ქართული ოცნების"  ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ძველ ხიბულაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და კვლავაც მიმდინარეობს. დასახლების ცენტრალიზებული წყალმომაგარებისთვის მოეწყობა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, ქსელი და გამრიცხველიანება.

„ალბათ ცოტა ვინმეს წარმოედგინა, მაგრამ ეს სამუშაოები მიმდინარეობს და 2022 წლის მაისში დასრულდება. ხშირად ოპონენტები სამუშაოების დაგეგმარებას გვიწუნებენ, მაგრამ პირიქით, ეს ძალიან სწორი დაგეგმარებაა - გზის კონტრაქტიორიც გამოვლენილი გვყავს და 15 კმ-დან დან 4 კმ-ზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ანუ პარალელურ რეჟიმში, წყლის ინფრასტრუქტურასთან ერთად გზაც ეწყობა და შესაბამისად, 2020 წელს ძველ ხიბულას უკვე გზაც ექნება. დიახ, ძველ ხიბულას უკვე გაუჩნდა აბსოლუტურად სხვა პოტენციალი, რომ ისტორიულ და ტრაგედიასთან ასოცირებულ მნიშვნელობასთან ერთად, უკვე საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდეს,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics