|
2021-08-26 19:08:29, 393 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი -ძალიან მალე სრულად აღვადგენთ ნოქალაქევს, ფონდმა "ქართუმ" 10 მილიონი ლარი დახარჯა და სენაკს დაუბრუნა ისტორიული თეატრი
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, მაქსიმალურად ვემზადებით არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მერვე არჩევნებში ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ასობით პროექტი დაფინანსდა. „ჩვენ თქვენი დახმარებით, თქვენი გვერდში დგომით, შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ამ გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, მოიტანა ჩვენს ქვეყანაში პროგრესი, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. სენაკში არაერთი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, აღდგენა, ახალი სკოლების აშენება, წყლის პროექტები, გაზიფიცირების პროექტები, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება კიდევ უფრო მეტი, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა. გვჭირდება ჩვენ 24-საათიანი მუხლჩაუხრელი შრომა. იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა, ყველა ეს პრობლემა, რომელი წლების განმავლობაში არის დაგროვილი ჩვენს ქვეყანაში მოვაგვაროთ დროულად და ეფექტიანად. დღეს აქ გვესწრებიან ჩვენი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები და ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით დიდ გუნდს, რომელსაც ჰქვია "ქართული ოცნება". რა თქმა უნდა, მე ასევე მინდა აღვნიშნო ეს უნიკალური ადგილი - ნოქალაქევი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ ერთობლივად. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აღნიშნული პროექტის დაფინანსება დაიწყო სახელმწიფოსთან ერთად, უკვე 16 მილიონი ლარია დახარჯული და ჩვენ ძალიან მალე სრულად აღვადგენთ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს. ამას გარდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო სენაკის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაციაში ფონდმა "ქართუმ" 10 მილიონი ლარი დახარჯა და სენაკს დაუბრუნა ისტორიული თეატრი. ეს და სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დაფინანსდა და მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და სიკეთეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)