|
2021-08-26 19:03:30, 490 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზებისთვის აქტიურად მუშაობს. 25 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესიც.-ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტით შემოწმებისა და შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ტარდება პირველი სხდომები, სადაც კანონმდებლობის მიხედვით უნდა აირჩეს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და საარჩევნო კომისიის მდივანი. ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პირველი ეტაპი, რითაც ისინი ფაქტობრივად მზადებას იწყებენ, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს დახვდნენ სრულ მზადყოფნაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კი, მისი წარმდგენი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში, საფუძველს მოკლებული ქმედებებით, ამ პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს. კერძოდ, - მეორე დღეა საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით. "განცხადებებში, რომლებიც ერთნაირი შინაარსისაა, პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები აპროტესტებენ საქმიანობას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად უნდა განახორციელონ. ამავე განცხადებებში მითითებულია, რომ პირველ სხდომებში პარტიის უფლებამოსილი პირების ჩართულობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ისინი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს (მაგალითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრე) აპროტესტებენ განცხადებების წარდგენით საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლების პოზიცია, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნები ხელმძღვანელი პირების არჩევასთან მიმართებაში, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რომლითაც ცალსახადაა დადგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი. აქედან გამომდინარე გაურკვეველია, კანონის ფარგლებში რა რეაგირებას ითხოვს აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ადმინისტრაციისგან. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოწვევას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის არ არის აუცილებელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, საამისოდ კომისიის ყველა წევრს გააჩნია თანაბარი შესაძლებლობა ჩართული იყოს საარჩევნო პროცესში. მოვუწოდებთ საუბნო კომისიებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრებს, განახორციელონ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ რეგლამენტის მიხედვით და იყვნენ კონსტრუქციულები. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი წევრის მხრიდან კანონშეუსაბამო ქმედებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება სათანადო რეაგირება." ნათქვამია ცესკოს განცხადებაში
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)