19:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 19:02:01, 314 ნახვა

საზოგადოება
"მწვანე ტბიდან" "შავ ტბამდე" გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

მაღალმთიან აჭარაში, „მწვანე ტბიდან" „შავ ტბამდე" გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.-ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს 

მათი ცნობით, პროექტს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილის საავტომობილო გზის მოწყობა.

"უკვე დასრულდა მიწის ვაკისის სამუშაოები და ამ ეტაპზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, გათვალისწინებულია დამცავი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ,,მწვანე ტბის" რეაბილიტაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს ენერგო სისტემების, საკონცერტო სივრცის, საფეხბურთო მოედნის და კოტეჯების მოწყობას.

ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.  

2020 წელს დასრულდა „მწვანე ტბის" რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი. ტერიტორიაზე საპიკნიკე, დასასვენებელი ადგილები, ბილიკები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო."-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics