|
2021-08-26 13:31:15, 646 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა, ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან!
მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მინდა, მათ შევახსენო, რომ მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, არსებობს რეალური, ხელშესახები პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, რეალური წარმოების განვითარების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა მიმართულებებით. „მოსახლეობას ამის განცდა აქვს, ვინც ადგილზე უყურებს ამ ყველაფერს, თუმცა ცილისწამების და აგრესიული კამპანიის ის დამაბნეველი ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ძალიან დიდი შემაფერხებელია. ყოველდღიურად სტრესს და ძალადობას ისმენს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი შვილები. პირდაპირ ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდა მომდინარეობს მათი ტელევიზიებიდან. ამ დროს უსმინეთ მათ რიტორიკას - გაჯერებულია მხოლოდ სიცრუით და ძალადობით. მხოლოდ და მხოლოდ რევანშის მოტივით და მიზნით. მათი მთავარი ამოცანაა სწორედ ამ რევანშისტული, რადიკალური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ, ჩვენი გუნდი გთავაზობთ განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, რეალურ საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. ამ დროს ჩვენი ოპონენტებისგან ისმის მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება, შეურაცხყოფა და ძალადობრივი, რევანშისტული განცხადებები. ჩვენს ბრძენ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება ახლაც ბრძნული და ღირსეული არჩევანის გაკეთება. ამის მჯერა მე და ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ვართ. მაგრამ, მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მინდა, მათ შევახსენო, რომ მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)