20:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 13:06:23, 431 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ „ ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა მოუტანა.

„მიუხედავად არაერთი ცილისწამებისა, არაერთი ბინძური კამპანიისა, რომელიც მომდინარეობს მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა და რეალურად მოსახლეობას სიმშვიდე  და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ეს ასე იქნება თქვენი მხარდაჭერით, ვინაიდან ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გამოსცადა ყველაფერი - დესტაბილიზაციაც, კონფლიქტებიც, შიდა ომი, ომი ჩვენს მთავარ ოკუპანტთან, რუსეთთან  და ომით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და შედეგი - რაც არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოსახლება და ა.შ. ჩვენი გმირების გმირულად დაღუპვა ომში. ამიტომ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მობილიზება, სრული მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი აქტივისტების, ჩვენი მხარდამჭერების, იმისთვის, რომ ღირსეულად გაიმარჯვოს წალენჯიხამ, სამეგრელომ და მთელმა საქართველომ", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics