2021-08-26 11:31:05, 399 ნახვა
საზოგადოება
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 64 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.
"ამ ეტაპზე, სტაციონარში მკურნალობას 64 პაციენტი აგრძელებს. მოხდა 1 პაციენტის რეფერირება პოლიპროფილურ კლინიკაში, სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადის წერტილით. ჟანგბადის გარეშე ყველას სატურაცია შემცირებულია, მაგრამ რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე პაციენტს ბინაზე გავწერთ", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,