21:36 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 17:27:23, 310 ნახვა

საზოგადოება
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებასა და ვარკეთილში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად დაათვალიერა.

ლილოს დასახლებაში, კერძოდ, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მშენებარე ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და დააკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაღში 100-მდე მოქალაქე დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც მზარდი განაშენიანების ფონზე, სკოლამდელ განათლებაზე ადგილორივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ახალი საბავშვო ბაღი 2022 წელს გაიხსნება და ის 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

დღესვე, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს კიდევ ერთი პროექტი გააცნო. ვარკეთილის მეურნეობაში არსებულ ბაგა-ბაღ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე, ბაღების მართვის სააგენტო თანამედროვე სტანდარტების შენობას აშენებს.

„მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის კონტინგენტი ახალ ბაღში განთავსდება, მოხდება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი ეზო მოეწყობა. ლილოს დასახლებაში კი ჩვენ სრულიად ახალ ბაღს ვაშენებთ, რომელიც არა მხოლოდ ევროპული სტანდარტებით, არამედ გამორჩეული დიზაინითაც მოხიბლავს ჩვენს პატარებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

„ვარკეთილის“ ახალი შენობა შვიდჯგუფიანი იქნება და 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics