2021-08-24 14:10:35, 633 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დაგეგმილ საქართველო–კოსოვოს საფეხბურთო მატჩს მაყურებელი არ დაესწრება
ბათუმში დაგეგმილ საქართველო–კოსოვოს საფეხბურთო მატჩს მაყურებელი არ დაესწრება, – აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი შეზღუდვა შეეხება სხვა სპორტულ ღონისძიებებსაც.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ სტადიონზე დაგეგმილი საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,