01:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 11:03:05, 483 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში, დიდი ლილოს დასახლებაში, ნაგავსაყრელის პრობლემა მალე მოგვარდება.

თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  ამჯერად   დიდი ლილოს მაცხოვრებლებს შეხვდა.

შხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განხორციელებულ საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივების მოთხოვნით შესრულდა. მოწესრიგდა შიდა გზები და კანალიზაციის სისტემა, სახურავებს ჩაუტარდათ სრული რეაბილიტაცია.

მოსახლეობისთვის მიმდინარე ეტაპზე, უმნიშვნელივანეს  გადასაჭრელ პრობლემად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერების მოწყობა და გარე განათების სისტემის მონტაჟი წარმოადგენს.
ლილოს დასახლებაში ყველაზე მწვავე პრობლემას კვლავ  ნაგავსაყრელის საკითხი წარმოადგენს, რომლის პრობლემის მოგვარება მერიის მხრიდან დაწყებულია და გადადგმულია ნაბიჯები, 30 მილიონი ევრო სესხი უკვე აღებულია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან,  დაკონტრაქტებულია კომპანია, ხელშეკრულება დადებულია და მალე ეს პრობლემა  მთლინად  იქნება გადაწყვეტილი, არა მხოლოდ სუნის არამედ ჩამდინარე წყლებიც იქნება გაწმენდილი.

ლილოს მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტში სამგორის მაჟორიტარი  დეპუტატი სოზარ სუბარი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics