|
2021-08-23 11:02:26, 435 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ღვინის მწარმოებელებს შეხვდა
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან რთველის საორგანიზაციო, მათ შორის, რიგების დარეგულირების საკითხებში”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, რომელიც, ამავე დროს, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილეა. ლაშა შალამბერიძემ ღვინის მწარმოებლებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც რთველის შეუფერხებელი ჩატარებისთვის უმნიშვნელოვანესია. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ვენახების კადასტრის მნიშვნელობის საკითხი. როგორც ცნობილია, 2021 წლის რთველის ფარგლებში, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე ფერმერი ყურძენს ვერ ჩააბარებს. ამასთან ერთად, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი, რის შესახებაც, მევენახეები წლის დასაწყისიდან იყვნენ ინფორმირებულები, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიერ. აღნიშნული რეგულაციების ეფექტიანად განსახორციელებლად, შემუშავებულია ელექტრონული პროგრამები.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)