00:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 14:39:38, 712 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და მთავრობამ უარი თქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში დღეს დაფიქსირებულ საგანგაშო კოვიდსტატისტიკას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმრთვა გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, მთავრობას ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდა, რადგან ივანიშვილს უნდა,რომ არჩევნებისთვის ხალხი სახლში იყოს.

"უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადასცდება 100 ადამიანს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე, პრაქტიკულად, ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს. აქ სხვა ქვეყნებზე საუბარი არ არის. საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა მსოფლიოში ისწავლა ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, შემდეგ ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, რადგან მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ისინი უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა." -განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics