21:42 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 11:06:50, 5512 ნახვა

სამხედრო
ქართული ასეული ავღანეთში

IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები.

გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია ოფიციალურად გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა.

მათივე ცნობით, ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო.  ქართველი სამხედროების ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.

გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "გადამწყვეტი მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics