2021-08-18 19:52:06, 544 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი თურქეთში სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სტამბოლში, თავდაცვის სფეროში თურქული სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.-ინფორმაციას თავდაცვს სამინისტრო ავრცელებს
მათი თქმით, მხარეებმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილეს.
„თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე IDEF21 თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებაში უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან. თურქეთის შეიარაღებული ძალების ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასშტაბით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),