|
2021-08-18 17:33:21, 1302 ნახვა
ეკონომიკა
სად გადავიხადოთ პატრულის ჯარიმა და სხვა სახელმწიფო სერვისები
ჩვენ, როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ხშირად გვიწევს სახელმწიფო სერვისების გამოყენება და შემდეგ მათი საფასურის გადახდა. ამ ტიპის გადასახადებს ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი აერთიანებთ - მითითებული თანხა აუცილებლად დროულად უნდა დავფაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი საურავის გადახდა მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მათი გადახდისას ტრანზაქციის სიზუსტეს, სისწრაფეს და ოპერატიულობას მივაქციოთ ყურადღება. გადახდების შესასრულებლად საჭირო ადგილიც ამის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. მაგალითად შეგვიძლია თიბისი ფეის მომენტალური გადახდების პლატფორმა გამოვიყენოთ - ადგილი, სადაც ყველა სახის სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის გადასახადებს მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ დავფარავთ. რას გადავიხდით თიბისი ფეიზეTbcpay.ge მომენტალური გადახდებისთვის ყველაზე დიდ და ფართო ქსელს წარმოადგენს. ამ სისტემაში 1000-ზე მეტი სერვისია გაერთიანებული და მომხმარებელს შეუძლია ერთ ადგილას, ერთ სივრცეში გადაიხადოს ყველა საჭირო სერვისი. ამ დროისათვის სისტემა ხელმისწავდომია 4000-მდე სწრაფი ჩარიცხვის გარე აპარატის სახით, თუმცა გადახდების კიდევ უფრო კომფორტულად, სწრაფად და მარტივად შესასრულებლად, ხელმისაწვდომია ასევე ონლაინ სივრცე - ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია. სწრაფი გადახდების სისტემა გათვლილია გადახდების მაქსიმალურად სწრაფ და იოლ შესრულებაზე. როდესაც საქმე ისეთ მნიშვნელოვან გადახდებს ეხება, როგორიც სახელმწიფო სერვისებია, ნამდვილად გჭირდებათ გარანტია თანხის ჩარიცხვის ოპერატიულობაზე. თიბისი ფეის საშუალებით გადახდის შესრულებისას კი ნამდვილად გეცოდინებათ, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაუყოვნებლივ აისახება მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე. გადახდები მომენტალურად სრულდება შაბათ-კვირას, დასვენების დღეებსა და უქმეებზეც. ძებნის გასამარტივებლად, წარმოდგენილი სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი. ცალკე კატეგორიაა შექმნილი სახელმწიფო სერვისებისთვის, სადაც 17 ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ კატეგორიაში შეძლებთ დაფაროთ საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სხვადასხვა სერვისის საფასური, გადაიხადოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სხვა ორგანიზაციების გადასახადები. ამავე კატეგორიაში იპოვით შსს მომსახურების სააგენტოსაც, სადაც შეძლებთ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის რიგში ადგილის ონლაინ დაჯავშნას. თუ პატრულის ჯარიმა გაქვთ გადასახდელი, თიბისი ფეის დახმარებით მასაც რამდენიმე წუთში დაფარავთ. საპატრულო ჯარიმის გადახდას რამდენიმე გზით შეძლებთ:
რატომ ვირჩევთ თიბისი ფეისთიბისი ფეი გვიმარტივებს ცხოვრებას და ყოველდღიური რუტინული გადახდების შესასრულებლად მარტივ, კომფორტულ და მოსახერხებელ სივრცეს გვთავაზობს. სწრაფი გადახდების სისტემა არა მხოლოდ გადახდების შესრულების, არამედ ჩვენი ფინანსების განკარგვის სხვა საშუალებასაც გვაძლევს. მაგალითად, აქედან შეგვიძლია გადავურიცხოთ თანხა მესამე პირებს. თანაც ამისთვის არ დაგვჭირდება ზუსტი საბანკო IBAN ანგარიშის ცოდნა. გარდა ამისა, თიბისი ფეიზე უამრავ საჭირო ფუნქციას აღმოაჩენთ, რომელიც გადახდების შესრულებას გაგიმარტივებთ. მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები, სისტემაში დაამახსოვროთ სააბონენტო ნომრები, დააყენოთ SMS შეტყობინების მიღების ფუნქცია, რათა დავალიანების ასახვისთანავე მიიღოთ ამის შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერ დროს იხილოთ გადახდების ისტორია, მიიღოთ ელექტრონული ქვითარი, აკონტროლოთ დანახარჯები და უფრო მარტივად განკარგოთ თქვენი ფინანსები. ამ ყველაფრის შესრულება შესაძლებელია ონლაინ - ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში. სცადეთ, დარეგისტრირდით და მოირგეთ თქვენზე სწრაფი, ოპერატიული და უსაფრთხო გადახდების სისტემა. მობილური აპლიკაციის გადმოსაწერად გამოიყენეთ ბმულები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)