|
2021-08-18 14:45:29, 500 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება
ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველა ის სიკეთე, დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, უნდა გადანაწილდეს თანაბრად, ყველა რეგიონსა და ქალაქზე. „ჩვენ გავაკეთეთ მომდევნო წლების გეგმები და ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე, 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ყველა ის სიკეთე, დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, უნდა გადანაწილდეს თანაბრად, ყველა რეგიონსა და ქალაქზე. არ შეიძლება, მხოლოდ ქალაქებზე იყოს კონცენტრაცია და განვითარება. ამიტომ, განვითარება სჭირდება ყველა რეგიონს და ყველა მუნიციპალიტეტს. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მოგეხსენებათ, ძვირფასებო, რომ ჩვენ არაერთი პროექტი დავიწყეთ, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", იაფი აგროსესხის გაცემა დავიწყეთ 2012 წლიდან და ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით. ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა. მხოლოდ „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა. ახლა მთავრობა გეგმავს, დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება და შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მლრდ. ლარის გამოყოფა აქვს გადაწყვეტილი მთავრობას, რომელიც წლების განმავლობაში მოხმარდება სოფლის აღორძინებას და რეალურად, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებას. განათლების მიმართულებით, მინდა გითხრათ, რომ ყველა სკოლას ჩვენ ვაშენებთ ევროპული სტანდარტის მიხედვით. დაახლოებით 800-მდე სკოლას სჭირდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ჩვენ, დაახლოებით, 250 სკოლას ჩავუტარეთ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-აღდგენა, ევროპული ტიპის სკოლებად ვაქციეთ. 175 ახალი სკოლა ავაშენეთ. ასეულობით საბავშვო ბაღი აშენდა, გარემონტდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)