|
2021-08-18 12:31:18, 410 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი, თუ ა.შ. სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა
ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი, თუ ა.შ. სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მერი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში. „ჩვენ, 8 წლის განმავლობაში, მე ვიცი, ქედაშიც ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების, გაზიფიცირების, წყალგაყვანილობის პროგრამები. ქედა არის მართლაც უნიკალური ადგილი. იყურები ამ ულამაზეს მხარეში და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ბოლომდე დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, დავუდგეთ გვერდში, როგორც ცენტრალური მთავრობა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, აჭარის მთავრობა და ბოლომდე ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ვირჩევთ ახალ მერს. მერი, რომელიც უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში. ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი, თუ ა.შ. სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო. შეცდომებს ვასწორებთ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას, მშვიდობით და სტაბილურობით გავიყვანთ ფონს. განვითარებას შევიტანთ ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის პრობლემები მოსაგვარებელი, როგორიც არის წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების, გზების სამუშაოები, ინფრასტრუქტურა სჭირდება უფრო მეტი მოვლა-პატრონობა, შენობებს სჭირდება რეაბილიტაცია. მაგალითად ახლა დავიწყეთ ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას და რეაბილიტაციას ისტორიული შენობების, მუნიციპალიტეტების ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების, პარკების, სკვერების და ა.შ. წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ პროექტში და ასევე ყოველ წელს გაგრძელდება ანალოგიურად. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ხარისხიანი წყალი მიეწოდებოდეს ქედას და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს. უახლოეს ხანში ეს პროექტი დასრულდება. გაზიფიცირების პროექტი უნდა გავაგრძელოთ, დავასრულოთ და სოფლები მოვამარაგოთ, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა იყო. ამას გარდა, ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და როგორ ვაპირებთ ამას. სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახერხა „ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლებში. ჩვენ სოფლის მეურნეობა მთავარ პრიორიტეტად ვაქციეთ და მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, ვგეგმავთ 7 მლრდ. ლარის ინვესტიციას, გადამამუშავებელი საწარმოების, რეალური ინდუსტრიის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს, დაახლოებით, მილიარდ ლარს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 1 300 საწარმოს დაფინანსებას, ამ ჩამონათვალში 300-ზე მეტი სხვადასხვა სფერო შევიტანეთ, რომლებიც დაფინანსდება მთავრობის მიერ. მე ვგულისხმობ, ადგილობრივი წარმოების მიმართულებებს. შეიქმნება დამატებით 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 5 წელიწადში და დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 100 მილიონის გრანტი იყო საქართველოს მთავრობისგან. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)