2021-08-18 11:55:28, 679 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა
კორონავირუსს 7 თვის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორსული ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.
"რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა", - აცხადებს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, 18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,