06:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 11:05:17, 381 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, მოსახლეობასთან  შეხვედრა ბაშალეიშვილის ქუჩაზე გამართა.

 „დღეს ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი. მივესალმები მოსახლეობისგან წამოსულ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისში, კერძოდ, მთაწმინდაზე უამრავი პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, მოქალაქეების ჩართულობით, ჩვენს რაიონში კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ". - განაცხადა აბაშიძემ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბაშალეიშვილის ქუჩის სტადიონის ირგვლივ სივრცის გამწვანება და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება სურთ.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics