2021-08-17 19:15:39, 987 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და მცხეთაში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 40.6 კუბური მეტრი, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.-განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს
"კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში."- ნათქვამია განცხადებაში
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),