06:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 17:04:19, 365 ნახვა

საზოგადოება
დიდგორის ქუჩის II შესახვევის მოწესრიგება სრულდება

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის II შესახვევში საგზაო სამუშაოები სრულდება. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი თქმით,მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. 

„პროექტის  ფარგლებში,  2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის  ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.
სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს "ლ. ენდ ლ" აწარმოებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.“- ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics