|
2021-08-17 16:56:35, 745 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - „სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მუდმივ რეჟიმში მუშაობს ბიზნეს პროცესების და კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე"
„სწორედ ამ პრინციპით მუშაობს და ვითარდება „აწარმოე საქართველოში" - პროგრამების მიმდინარეობის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით 2019 წლის ბოლოდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა, მათ შორის ანგარიშში მოხვედრილი პროგრამების მიმართებით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა პროგრამების მიზნობრიობა, ასევე დაინერგა კონტროლისა და ანალიზის მთელი რიგი ახალი მექანიზმები ", - აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი. ამასთან, მისი განცხადებით, სააგენტოს ეფექტური საქმიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელია ისიც, რომ 2021 წელს ის გახდა მსოფლიო ბანკის „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და აღდგენის" 5 წლიანი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებელი საქართველოში. აღნიშნულის შესახებ 85 მილიონი ევროს მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა მიმდინარე წლის მაისში, თუმცა ამას წინ უძღოდა ბანკის მხრიდან აწარმოე საქართველოს ყველა ძირითადი პროგრამის დეტალური შესწავლა, როგორც მათი მართვის ასევე მიზნობრიობის და ეფექტურობის თვალსაზრისით. „მსოფლიო ბანკის „აწარმოე საქართველოში" შემოსვლა ძალიან მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ სააგენტო პარტნიორ ბანკებთან ერთად ეფექტურად მართავს პროგრამულ პორტფელებს და უზრუვნელყოფს ბიზნეს პროცესების გამჭვირვალობას და მსოფლიო ბანკის საკმაოდ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას", - აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020 წლიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა როგორც არსებული, ასევე ამოქმედდა კოვიდ-პანდემით განპირობებული მთელი რიგი ანტიკრიზისული მიზნობრივი პროგრამები. - ამის შესხებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშულმა ტრანსფორმაციამ დღის წესრიგში დააყენა გარკვეული სისტემური ცვლილებები, რომლებიც დღესაც წარმატებით ხორციელდება. მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებების განხორციელებისას იდენტიფიცირებული და გათვალისწინებულია თითქმის ყველა რეკომენდაცია, რომელიც 2017-2019 წლის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა. „ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის ოქტომბერში, სააგენტოში შეიქმნა „ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი", რომლის ფუნქციებსაც სწორედ მსგავსი რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სამომავლოდ ყოველგვარი შესაძლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოში უკვე დანერგილია პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სესხების მიზნობრიობის დამატებითი მონიტორინგი" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ნადარეიშვილის თქმით, აღსანიშნავია ის ცალსახად პოზიტიური როლი, რომელსაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში" წლების განმავლობაში, მისი დაარსების დღიდან ასრულებს ქართული ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)