2021-08-17 13:37:54, 415 ნახვა
საზოგადოება
მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე დასრულდა. მათ შორის, მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე.
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და ასფალტის საფარი 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.
ხანძთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 251 705 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),