|
2021-08-16 16:50:57, 546 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.-ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტო ავრცელებს მათი ცნობით, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის დაწესებულების მოწყობა სხვადასხვა ქალაქში, მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება შესაძლებელი. „ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით ორ დღეში მოხერხდა საველე ჰოსპიტალის გაშლა. განკუთვნილია 500-მდე პაციენტისთვის. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული. ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის კორდი. თუ საჭიროება დადგება, ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე. საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როდესაც ამისი საჭიროება და აუცილებლობა იქნება. გვაქვს გამოცდილება და თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტლები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ამ ღირებული სამუშაოსთვის. რაც შეეხება გამოცდილებას, ეს არის ძველი გამოცდილება წარსული ათწლეულების მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში, ყველა ექიმი, მათ შორის სამხედრო ექიმებიც, ჩაერთვებიან. საველე ჰოსპიტალის მომსახურეობა არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება. აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, ერთ ექიმს შეუძლია ერთზე მეტ საწოლს მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი. აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება. აქ არ იქნება შესაძლებელი ადამიანის დაინტუბირება, დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერ სიმძიმის პაციენტს შეეძლება აქ განთავსება. ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი ძლევს ამ პრობლემას, შემოღებულია რეგულაციებიც და იმედი გვაქვს, აღნიშნული ფართი არ დაგვჭირდება. ეს არის დამატებითი ნაბიჯი. თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება", – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)