08:59 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 13:45:26, 562 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, აცრაზე უარის შემთხვევაში მოითხოვონ მიზეზის დაფიქსირება

ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვონ წერილობითი ფორმით და დოკუმენტი, მათივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქეს განცხადების შეტანა ასევე შეუძლია სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში.

„ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics