|
2021-08-14 14:49:45, 759 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „ლიბერთი“ დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები, შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მომსახურების მისაღებად, ლიბერთის ყველა ფილიალში დაცულია კოვიდრეგულაციები. ყველაზე დატვირთული სერვის-ცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ასევე სასმელი წყალი, ქოლგები და სადეზინფექციო საშუალებები. 16 აგვისტოდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს- მათი სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)