2021-08-14 11:58:11, 854 ნახვა
სამართალი
წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების შ.ტ.-სა და მ.ა.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 170,75 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6 380.92 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 6 380.92 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),