2021-08-13 14:12:45, 578 ნახვა
საზოგადოება
ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს, საბოლოო განაჩენს 25 აგვისტოს გამოუტანენ
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიასა და მისი ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული სამ პირის სასმართლო გაიმართა. პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა უნდა მოესმინა და განაჩენი გამოეტანა თუმცა, პროცესი 25 აგვისტომდე გადაიდო.
„მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს, კიდევ გადადო“ -წერს სანაია სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ,რომ სანაიაზე თავმდასხმელ 3 პირს ბარლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,