03:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 12:16:55, 349 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკა გრძელდება

ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის  მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენს გუნდთან ერთად, მთავრობამ შევიმუშავეთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, ყველა სექტორის მიმართულებით. მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიარდი ლარი იმისთვის, რომ სოფელი ერთხელ და სამუდამოდ, ძლიერად დავაყენოთ ფეხზე. ჩვენ აქ გვესწრება ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დროს, მის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგიც იყო და არის ის, რომ ათობით და ასობით საწარმო დაფინანსდა ქვეყნის მასშტაბით. ათასობით ბენეფიციარი გვყავს დღეს ქვეყანაში, რომელიც სარგებლობენ იაფი აგროკრედიტის, „აწარმოე საქართვლოსი" პროგრამით, „დანერგე მომავლის" პროგრამით, რომელიც ჩვენი მხრიდან ძალიან ხელშესახები დახმარებაა ჩვენი მოსახლეობისთვის. როდესაც მოვდიოდი, ვუყურებდი, მთელი ნაკვეთები დამუშავებულია. ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics