|
2021-08-11 21:26:07, 812 ნახვა
საზოგადოება
გორელი პოლიციელის განცხადებით- ის სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე მის უფროსს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, მისი თქმით ის სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ჯოხაძემ, "ფეისბუქზე" პირდაპირი ეთერით განაცხადა ამის შესახებ. "ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ სამსახურში და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან საერთოდ- რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი წევრი გყავს, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სრულიად არანაირი აზრი არ აქვს. დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო წადი, რას ჰქვია წადი 3 შვილის მამა ვარ , ესენი შემინახავენ ოჯახს?”-ამბობს ჯოხაძე მისი თქმით, ერთდერთი მიზეზი რაც შეიძლება ჰქონდეთ ისაა რომ მისი სიძე კახა საბანაძის ბავშობის მეგობარია. „ერთადერთი ლოგიკური მიზეზი არის ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი,რომელიც იყო შიდა ქართლში პოლიციის უფროსი და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ,რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი და ახლა უნდათ,რომ მეც იმ მიზეზით გამიშვან“- განაცხადა პოლიციელმა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)