|
2021-08-11 16:37:14, 575 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა, 83% ვაქცინირებულია
საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს. ერთ–ერთი პირველი, ვინც აიცრა, საქართველოს კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო: "მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც".- განაცხადა ეპისკოპოსმა. ამჟამად ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია, მან ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა. სასულიერო პირთა ნაწილი ვაქცინის პირველი დოზაზეა რეგისტრირებული, ნაწილი მეორე დოზას ელოდება, ნაწილი კი სრულად ვაქცინირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)