12:11 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 15:10:49, 578 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 36 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ.

„რამდენიმე წელია დედაქალაქში სოციალური პროგრამა - საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიმდინარეობს. დღეს გლდანის რაიონში 36 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა ის ფართები, სადაც ისინი ათეული წელია ცხოვრობენ. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ უკვე აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაუკავშირდით რაიონულ გამგეობებს, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 1 847 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდნენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics