23:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 14:21:05, 835 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.

როგორც ცნობილია,  აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველომ 92 მლნ ევროზე მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რომელიც  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ასევე, საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით ქვეყანას  დამატებით გამოეყო  170.8 მლნ ევრო.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ამ დროისთვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, შესაძლებელია მშპ-ს ზრდამ წელს ორნიშნა ნიშნულს მიაღწიოს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ADB კვლავ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის მშენებლობის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics