|
2021-08-11 14:16:26, 523 ნახვა
საზოგადოება
200 - მდე კომპანიამ საქართველოში „თიბისისა“ და VISA-ს მხარდაჭერით საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნა
პროექტი „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია“ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო ბიზნესებს ფიზიკურად პროდუქციის გაყიდვა აეკრძალათ, ხოლო ონლაინ ვაჭრობა და გაციფრულება უალტერნატივო გახდა. ამ გამოწვევის დასაძლევად თიბისი, VISA, კომპანია B2C გაერთიანდნენ და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლაში მხარდაჭერა შესთავაზეს. პროექტის მიზანი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესების მხარდაჭერა და საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაა. შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეეძლოთ მოკლე დროში მარტივად შეექმნათ ვებგვერდი, ესარგებლათ ფოტოგრაფის მომსახურებით, გაემართათ ონლაინ გადახდის სისტემა და მიტანის სერვისი. ელექტრონული კომერციის გამართვისთვის აუცილებელი ეს 4 კომპონენტი თიბისიმ და VISA-მ სრულად დააფინანსეს. შედეგად 200-მდე კომპანიამ სრულად გამართული ონლაინ მაღაზია მიიღო, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ. ასევე, პროექტში ჩართული ბიზნესები 6 თვით გათავისუფლდნენ ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან. პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპზე, 2020 წლის გაზაფხულზე შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის ზაფხულში დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)