12:12 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 13:59:16, 589 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადმოეცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში ინახებოდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, წილკნის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიაში, უზბეკეთის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, შუხრატ აბდულაზიზოვს და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს მეაბრეშუმეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები და არსებული პროექტები გააცნო.

უზბეკეთის მხარემ საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადასცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში, თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშთა მსოფლიო კოლექციაში ინახებოდა. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევების წარმოების მიზნით, ქართულ მხარეს, დამატებით, თუთის აბრეშუმხვევიას ოთხი   საკოლექციო და ოთხი უზბეკური ჯიში გადაეცა.
„თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება ქართული მეაბრეშუმეობის აღორძინების ერთ-ერთი წინაპირობაა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის მოძიება-დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ-უზბეკური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგის აღორძინებასა და მის შემდგომ განვითარებას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

მხარეებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მეაბრეშუმეობის სექტორის გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა  და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics